| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო წლის მიწურულს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის არაერთი სასწავლო-შემენცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მათ შორის, მე-2ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთევან მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში, მცხეთას სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა მოილოცეს სვეტიცხოველი, დედათა მონასტერი, შიო მღვიმე, ითამაშეს ბუნებაში.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მე-2 კლასელები დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ თბილისში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა-გიმნაზიაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა