| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე - „მათემატიკა - კომპიუტერული მეცნიერების საფუძველი“, რომელიც მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ინგა ჩადუნელი) მოამზადეს.
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ეჩვენებინათ მათემატიკის მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მეცნიერების განვითარებაში.
მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ გამოიყენება მათემატიკური ცოდნა პროგრამირების, ალგორითმების, მონაცემთა დამუშავებისა და სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის შექმნის პროცესში.
მოსწავლეებმა აუდიტორიას საინტერესო მაგალითების მეშვეობით გააცნეს კავშირი მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებას შორის, ხაზი გაუსვეს ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარების მნიშვნელობას, რომლებიც ორივე სფეროს საფუძველს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია მათემატიკური კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა