სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოები განიხილეს 
10-06-2026
-
+


ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის წევრებიც საკლუბო მუშაობის ფარგლებში მრავალფეროვან ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეცნობიან, წაკითხულზე მსჯელობენ და ერთმანსთს შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს უზიარებენ. 

ახლახან, სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის - „Hellados“ განიხილეს. 

პატარა მოთხრობამ, მოსწავლეები ბევ რამეზე დააფიქრა: მეგობრობაზე, რომელიც მტრობით დაიწყო, სამშობლოს სიყვარულსა და ფესვების ძალაზე, იდენტობის ტრაგედიაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა განსაკუთრებულად თბილი და ემოციური გამოდგა. მოსწავლეებმა გაიაზრეს მთავარი - სამშობლო ის არის, რაც გულის სიღრმეშია, გულის ფესვშია ჩაგვირისტებული, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი წაშლის.

„იყო გულწრფელი ემოციები, ცრემლიანი თვალები... იყო ღიმილიც, რომელიც ყოველთვის თან სდევს დუმბაძის საოცარ შემოქმედებას

შეხვედრის ბოლოს შევთანხმდით, რომ დუმბაძის პერსონაჟები არასდროს ბერდებიან – ისინი ჩვენს გულებში ცხოვრობენ და ყოველ ჯერზე, როცა მათ ისტორიებს ვუბრუნდებით, ახალ-ახალ სათქმელს ვპოულობთ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება