სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცოდნის მწვერვალი“ - შუასურების საჯარო სკოლაში, III-IV კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, მათემატიკაში შემაჯამებელი გაკვეთილი-ვიქტორინა ჩატარდა 
10-06-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, შუასურების საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის - III-IV კლასების მოსწავლეებს შორის ჩატარდა მათემატიკის შემაჯამებელი გაკვეთილი-ვიქტორინა, სახელწოდებით - „ცოდნის მწვერვალი“, რომელშიც ორი გუნდი მონაწილეობდა, მოსწავლეებმა გუნდურ დავალებებთან ერთად შეასრულეს ინდივიდუალური ტესტები და სხვადასხვა აქტივობები.

ვიქტორინის მიზანი იყო ცოდნის დემონსტრირება, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ცოდნის გაღრმავება, განვლილი მასალის ერთიანობაში აღქმა და მისი პრაქტიკაში გამოყენება. სწავლებაში სახალისო აქტივობების დამკვიდრება.

ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - „ჭკვიანი პატარები“, ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა შესაბამისი სიგელები.

ვიქტორინა მოამზადა დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებელმა მაყვალა ტრაპაიძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება