| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება ატარებდა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემმოქმედებით ხასიათს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმვალობაში.
დამრიგებელი პატარებს დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი და ნაყოფიერი ზაფხული უსურვა.
„გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას!
დღეს თქვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით ცოდნისა და წარმატების გზაზე. მთელი წლის განმავლობაში ისწავლეთ, იშრომეთ, შეიძინეთ ახალი მეგობრები და უამრავი საინტერესო რამ აღმოაჩინეთ.
გისურვებთ მხიარულ ზაფხულს, დაუვიწყარ თავგადასავლებს, ბევრ სიხარულსა და ახალ წარმატებებს. დაე, თქვენი მომავალი სასკოლო წლები სავსე იყოს საინტერესო აღმოჩენებით, ბედნიერი დღეებითა და გამარჯვებებით! გილოცავთ, ძვირფასო პირველკლასელებო!“, - აღნიშნეს სკოლაში და ბავშვებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა