სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პოლიესტერი, ვისკოზა, ელასტინი... - შეძლებთ თუ არა სასკოლო ფორმების მანქანაში გარეცხვას და რა უნდა გაითვალისწინოთ ქსოვილის მოვლისას
15-04-2026
-
+


2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ვიზუალი ცნობილია. განათლების სამინისტროს მიერ შექმნილმა შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

როგორი ფორმები იქნება სკოლაში - ესკიზები და რაოდენობა ცნობილია

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის სპეციფიკაციები - ქსოვილის მახასიათებლები და ხარისხი:

1.1 ძირითადი ქსოვილი (პიჯაკი, შარვალი, ქვედაკაბა):

• შემადგენლობა: 72% პოლიესტერი, 25% ვისკოზა/(რეიონი), 3% სპანდექი/ ელასტინი.
(დასაშვები ცდომილება: ±5%, გარდა სპანდექსი/ელასტინისა, რომელსაც უნდა
ჰქონდეს ±1% )
• წონა: 235 გ/მ2
(დასაშვები ცდომილება: ±5%)
• ჰაერგამტარობა: ქსოვილი უნდა იყოს ჰაერგამტარი

1.2 სარჩული:
• პიჯაკი:
o შემადგენლობა: 100% პოლიესტერი
o წონა: 60 გ/მ2 (±10%)
o სიმკვრივე: არანაკლებ 205T
• ქვედაკაბა:
o შემადგენლობა: 100% ბამბა
o წონა: 140 გ/მ2 (-5%)

1.3 ჯიბის პარკი:
• შემადგენლობა: 65% პოლიესტერი, 35% ბამბა;
შემადგენლობაში დასაშვებია ±5% ცდომილება.
• წონა: 101 გ/მ2 (±5%)

1.4 უსაფრთხოება:
ყველა გამოყენებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს OEKO-TEX® Standard 100-ის
მოთხოვნებს.

შეიძლება თუ არა სასკოლო ფორმის მანქანაში გარეცხვა? - რა თქმა უნდა, თუმცა გარკვეული წესების დაცვით:

ტემპერატურა: მაქსიმუმ 30-40°C - გაითვალისწინეთ, რომ  ცხელ წყალში ვისკოზა შეიძლება შეიკუმშოს (დაპატარავდეს), ხოლო სპანდექსმა ელასტიურობა დაკარგოს.

პროგრამა: აირჩიეთ „დელიკატური“ ან „ხელით რეცხვის“ რეჟიმი.

ბრუნი: დაბალი (მაქსიმუმ 600-800 ბრუნი). ძლიერმა გაწურვამ შეიძლება ქსოვილი დააზიანოს და გააჩინოს რთულად გასასწორებელი ნაოჭები.

გამოიყენეთ თხევადი სარეცხი საშუალება. ფხვნილი ხშირად ბოლომდე არ იხსნება დაბალ ტემპერატურაზე და შეიძლება ქსოვილის ბოჭკოებში ჩარჩეს.

ნუ გამოიყენებთ მათეთრებელს (ქლორს), ის აზიანებს სპანდექსის ბოჭკოებს.

არ გამოიყენოთ საშრობი მანქანა. მაღალი ტემპერატურა ამ ქსოვილის მტერია.

უმჯობესია გააშროთ ბუნებრივად, საკიდზე (თუ პიჯაკია) ან ჰორიზონტალურ ზედაპირზე დაფენილი. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

იხილეთ დამატებითი დეტალები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება