სიახლეები


რა სჭირდებათ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს - ბაღისა და სკოლის მასწავლებლები გამოცდილებას გვიზიარებენ
11-07-2018
-
+


სპეციალისტების განმარტებით, აუტიზმი არის ნეიროგანვითარების ფუნქციის დარღვევა, რომელიც სხვადასხვა სპეციფიკური გამოვლინებით გამოიხატება, მათ შორის არაადეკვატური სოციალური ინტერაქციითა და კომუნიკაციის დარღვევებით. 

პირველად ის 1943 წელს შემდეგი ნიშნებით აღწერეს: სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა; საგნებით გატაცება; კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა; ცვლილებებისადმი ძლიერი უარყოფა და რაც მთავარია ამ მახასიათებლების 30 თვის ასაკამდე გამომჟღავნება. 

მოგვიანებით ასაკი შეიცვალა და დადგინდა, რომ აუტიზმი ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში იჩენს თავს და თან მთელი ცხოვრების მანძილზე სდევს.

თანამედროვე მედიცინის მიღწევების მიუხედავად, ამ ეტაპამდე უცნობია ზუსტად რა იწვევს აუტიზმს, თუმცა მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გენეტიკური სისუსტეა. 

როგორ უნდა შევამჩნიოთ ბაღის ასაკის ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა და რა საშუალებები არსებობს მისი საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის? - ამის შესახებ Etaloni.ge-ს „ნუცას ბაგა ბაღის“ წარმომადგენელი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების თერაპევტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ განვითარების  სპეციალისტი თამარ ექსეულიძე ესაუბრა: 

„პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ ბავშვის სოციალურ უნარებს. აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონეს არ სურს თანატოლებთან ურთიერთობა და თუ ვინმე ცდილობს კომუნიკაციაში შესვლას, უარყოფას სხვადასხვა გზით გამოხატავს. მეორე ნიშანია, რომ ბავშვს მეტყველების უნარი დაგვიანებით უვითარდება ან საერთოდ ვერ საუბრობს. ასევე, მათ უყვართ მარტო თამაში და ძირითადად, მბრუნავი საგნები მოსწონთ. მაგალითად, ბიჭებს სათამაშო ავტომობილის საბურავის ტრიალი სჩვევიათ, გოგონებმა კი (და აღსანიშნავია, რომ გოგონებში აუტისტური სპექტრის აშლილობა იშვიათია) ინტერესი შესაძლოა ჩართული სარეცხი მანქანის ყურების მიმართ გამოხატონ. 

როგორც წესი, ამგვარ ბავშვებს ხმების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ და გარკვეული სახის ხმაურმა ისინი შეიძლება შეაშინოს. ასევე, რიგ შემთხვევაში, ტრანსპორტით მგზავრობაზე უარს ამბობენ.“

- როგორ შეიძლება მიხვდეს მასწავლებელი/მშობელი, რომ ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა სჭირს და არა - ჩაკეტილი ან მორცხვია?

- ჩაკეტილ ან მორცხვ ბავშვს, რომ თანატოლებთან კონტაქტი საერთოდ არ სურდეს, თითქმის გამორიცხულია. ამგვარ ბავშვს მშობელთან მაინც ექნება ურთიერთობა და თვალით კონტაქტს მაინც დაამყარებს. აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ბავშვს კი მშობელთანაც არ აქვს ჯანსაღი მიჯაჭვულობა. მშობელი სწორედ ამას უნდა დააკვირდეს-რამდენად სწორად გამოხატავს შვილი ემოციებს, რამდენად უზიარებს სათამაშოს მას, შედის თუ არა თვალით კონტაქტში მასთან. ამგვარი ნიშნების გამოვლენის შემდეგ კი უკვე სპეციალისტმა უნდა დაადგინოს ეს აუტიზმია თუ არა. 

- სტერეოტიპებიც დავამსხვრიოთ-მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვი სახიფათოა თანატოლებთან ურთიერთობისას...

- ისინი ძალიან თბილი ბავშვები არიან. თუ მათ სამყაროში შეხვალ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. დიახ, არიან მშობლები, რომლებიც ამგვარ ბავშვებს თავიანთ შვილებს არიდებენ და ეს არასწორია, რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვებს ყველაზე მეტად მეგობრობა სჭირდებათ. 

- შესაძლებელია აუტისტური სპექტრის აშლილობამ პროგრესი განიცადოს?

- რა თქმა უნდა. პირადად მე, ბავშვებთან ინდივიდუალურად ვმუშაობ და მშობლებს სულ ვეუბნები, რომ შვილებს ინტეგრაციის საშუალება მისცენ; არ დააკომპლექსონ და არ შეზღუდონ იმის შიშით, რომ დაიჩაგრებიან, რადგან მათ სწორედ საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია სჭირდებათ.

ფოთის N2 საჯარო სკოლის სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მასწავლებელი (აუტიზმის განხრით), თამარ მჭედლიშვილი, Etaloni.ge-სთან სკოლის ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებზე საუბრობს:

„პირველი კლასის მოსწავლე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი მყავს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობელს, თუ როგორ მიაჩვევს ამგვარ ბავშვს საზოგადოებასთან ურთიერთობას. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის სახლში ჩაკეტვა კატეგორიულად დაუშვებელია. ჩემს მოსწავლესაც თავიდან უჭირდა სხვა მოსწავლეებთან მიჩვევა, თუმცა ახლა უკვე შესამჩნევი პროგრესი გვაქვს. 

- რა დამახასიათებელი ნიშნები აქვთ ამგვარ ბავშვებს?

- ჩემი მოსწავლე, სამწუხაროდ, არ მეტყველებს. მხოლოდ რამდენიმე, ორმარცვლიან სიტყვას ამბობს. არ ამყარებს თვალით კონტაქტს და ძალიან უჭირს საგნების ხელში დაჭერა. მას, ასევე, უცხო ადამიანებთან კონტაქტი არ მოსწონს, თუმცა ერთერთ ბავშვს მიეჩვია, რომელთანაც ჩახუტება უყვარს. ვერ იტანს ხმაურს. 

- როგორ გამოხატავს გაღიზიანებას?

- ხმაურთან დაკავშირებით გაღიზიანებას ან ყურებზე ხელის აფარებით გამოხატავს, ან თავადაც ხმაურს იწყებს. ამის შემდეგ ცოტა ხანი გაღიზიანებული რჩება. აინტერესებს გემოები და აბსოლუტურად ყველაფერს გემოს უსინჯავს, ამიტომ დიდი ყურადღება სჭირდება. 

- როგორ უწყობთ ხელს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს, რომ გარემოში ადაპტირება მოახერხონ?

- თანდათან, წუთობრივად ვაჩვევთ სხვა ბავშვებთან ერთად კლასში ყოფნას. მანამდე კი ცალკე ოთახში უტარდება გაკვეთილები. მსგავსი მიდგომით პროგრესი აშკარაა და მოსწავლეც სულ უფრო გამოხატავს თანაკლასელებთან ურთიერთობის სურვილს.

საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისთვის სხვადასხვა ცენტრი არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ჯერ კიდევ ბევრ დაბრკოლებას ხვდებიან; მათ შორის როგორც სოციალურ  სტიგმას, ისე-სერვისების ნაკლებობას. 


კომენტარები


ეტალონი

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო

 

განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა - ინფორმაციას მოქალაქე ცირა ბარქაია ავრცელებს

გზამკვლევი პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის - რა აკრძალვები მოქმედებს ინფორმაციის დამუშავებისას

ვის შეუძლია ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიღება და რა შემთხვევაში

პიროვნება
მომავალში ბევრი რამ შეიცვლება თუმცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირს ვერაფერი ჩაანაცვლებს.      

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

სკოლები
 ნინიგორის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება ჩაატარეს
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებულია

სკოლაში მოეწყო „კინოს დღე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „საოცრება“

ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექცია ამაყობს საგანმანათლებლო პროექტში მიღწეული წარმატებებით
„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო თქვენ ჩვენი საამაყო და ღირსეული მომავალი ხართ!“
 
საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები
საზოგადოება