სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა
02-05-2025
-
+


გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა აღნიშნავს, რომ მასწავლებლი უნდა იყო გულწრფელი და უნდა შეძლოს მოსწავლეებს მათზე მორგებული დავალებები მისცეს. თანამედროვე სკოლები კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, კვებით და პროფესიონალი კადრებით.

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

-მასწავლებელმა მოსწავლესთან უნდა დაიჭიროს  გულწრფელი ურთიერთობა, უნდა იყოს გახსნილი და პატივისცემით სავსე კომუნიკაცია განავითაროს.

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

-განათლება საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმაროს პიროვნულ განვითარებაში, შექმნას საკუთარი მომავალი, როგორც თავისთვის ისე საზოგადოებისთვის, ჰქონდეს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება შეეძლოს პრობლემების გადაწყვეტა.

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

-საშინაო დავალება უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობებსა და უნარებზე მორგებული, უნდა ემსახურებოდეს გაკვეთილზე შესწავლილი მასალის გამყარებას და დამოუკიდებელი მუშაობის პრაქტიკის განვითარებას.

-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

-ბავშვები უნდა იყვნენ კეთილები, თუ სკოლაში იქნება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო სწავლაც ყველასთვის ადვილი იქნება.

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-ჩემი საყვარელი საგანია რუსული ენა, ეს ჩემი პროფესიაა.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-სიამოვნებით ავირჩევდი დიმიტრი უზნაძეს, რადგან მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია სწავლისადმი განწყობის შექმნა.

როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

-მომავლის სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კვების ობიექტებით და პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება