| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრში 2024 წლის „მცხეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა.
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების 18 გუნდის 90 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა შორენა არჯევანიძემ.
კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 5-5 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
2024 წლის „მცხეთის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ძეგვის სკოლის გუნდმა 90 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანდრია ფირანიშვილი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ მათე ჩოქური VI კლასი, გიორგი ჩოქური VI კლასი, ანდრია ირემაშვილი VI კლასი და ლუკა კვახაძე VII კლასი.
მეორე ადგილზეა ასევე 90 ქულით გავიდა ვაზიანის საჯარო სკოლის გუნდი VI კლასელი გიორგი გვირიტიშვილის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნუცა ვარსიმაშვილი VII კლასი, ქეთევან კაჭიური VII კლასი, გიორგი კაჭიური VII კლასი და მარიამ ზურაბაშვილი VI კლასი.
მესამე ადგილი კი მოიპოვა ახალდაბის საჯარო სკოლის გუნდმა ასევე 90 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანა-მარია ბალაშვილი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ანანო ბერიანიძე VII კლასი, მარიამ ყაველაშვილი VII კლასი, ნიკა ბალაშვილი VI კლასი და ელენე გარიევი VI კლასი.
აღსანიშნავია, რომ პირველ სამ ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი 90-90 ქულა დააგროვეს, თუმცა გამარჯვებულმა, ძეგვის საჯარო სკოლის გუნდმა ეს ყველაზე მცირე დროში 120 წამში მოახერხა, მეორეადგილოსან ვაზიანის საჯარო სკოლის გუნდს იმავე შედეგისთვის 129 წამი დასჭირდა, ხოლო ახალდაბის საჯარო სკოლის გუნდს - 156 წამი.
გამარჯვებული გუნდების ყველა მონაწილე მოსწავლე მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრისგან საჩუქრად, 1 წლით ცენტრის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებში უფასოდ ჩაერთვებიან.
ასევე იხილეთ:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა