სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე
02-05-2025
-
+


გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე გვიზიარებს საკუთარ შეხედულებებს განათლებაზე, მოსწავლეებთან ურთიერთობის პრინციპებზე და მომავლის სკოლაზე. ამასთან, როგორც ბლიც ინტერვიუში პედაგოგი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია რომ გარემო რომელშიც მოსწავლეები არიან იყოს ემპათიური და ტოლერანტული.

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

-მასწავლებელმა მოსწავლე უნდა ჩააყენოს თანასწორ მდგომარეობაში, არ უნდა ჩააყენოს დაბალი თვითშეფასების მდგომარეობაში არ უნდა გამოიყენოს მოსწავლესთან ავტორიტარული მიდგომა.

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

-განათლება საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმაროს პიროვნულ განვითარებაში, შექმნას მომავალი, როგორც თავისთვის, ისე საზოგადოებისთვის, ჰქონდეს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება შეეძლოს პრობლემების გადაწყვეტა.

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

-საშინაო დავალება უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობებსა და უნარებზე მორგებული, რომ მოსწავლეს დასვენების დროც დარჩეს.

-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

-ბავშვები ყოველდღე უნდა იყვნენ კეთილები, ყველა უნდა სცემდეს პატივს ერთმანეთს, და თუ, სკოლაში იქნება  ტოლერანტობა, და ემპათიაზე დაფუძნებული გარემო სწავლაც ყველასთვის ადვილი იქნება.

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-ჩემი საყვარელი საგანია ქართული ენა  ეს ჩემი პროფესიაა.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-სიამოვნებით ავირჩევდი შალვა ამონაშვილს, რადგან ის იცავს იდეას, რომ მოსწავლესთან ურთიერთობა უნდა იყოს სიყვარულზე და პატივისცემაზე, თანაგრძნობაზე დაფუძნებული. 

-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

-მომავლის სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კვების ობიექტებით პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული. აუცილებლად იყოს ჩართული მშობელი სასკოლო ცხოვრების განვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება