სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი დამტკიცდა 
06-06-2025
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით დამტკიცდა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და პირობები.

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და პირობები განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის მიერ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, ცენტრის მიერ პირების/მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისათვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევის პროცედურას და აწესრიგებს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 1. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევა შეიძლება განხორციელდეს,  როდესაც:

ა) ხორციელდება მომართვა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების ან გადაფასების თაობაზე;

ბ) ხორციელდება მომართვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ან სპეციალისტი თავად ხედავს საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საჭიროებას;

გ) ხორციელდება მომართვა ინკლუზიური და სპეციალური განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრის/ტრენინგის ჩატარების თაობაზე ან ცენტრის თანამშრომელი თავად ხედავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღნიშნული მიმართულებით სამუშაოს განხორციელების საჭიროებას;

დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრი საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საჭიროებას და ინკლუზიური/სპეციალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების/ინიციატივის/პროექტის განხორციელების საჭიროებას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევა ხდება, როდესაც:

ა) სკოლამ განახორციელა მოსწავლის განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებსაც არ ჰქონდა სასურველი შედეგი;

ბ) მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების საპასუხოდ სკოლის მიერ ჯერ არ განხორციელებულა მოსწავლის განათლების ხელშემწყობი რაიმე ღონისძიება და არ არის მოსალოდნელი, რომ სკოლა დამოუკიდებლად შეძლებს პრობლემის გადაჭრას - არ აქვს კომპეტენცია კონკრეტულ საკითხში ან/და თავად ვერ შეძლებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის ჩართვას;

გ) შესაბამისი შეფასების ან/და სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრი/სპეციალისტი თავად ხედავს მომსახურების გაწევის საჭიროებას.

3. ცენტრი თავის მომსახურებას ახორციელებს ინდივიდუალურ და სისტემურ დონეზე:

ა) ინდივიდუალურ დონეზე მომსახურების გაწევა მოიცავს პირის/მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას/ გადაფასებას, პირთან/მოსწავლესთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევას და საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის ჩატარებას სკოლის წარმომადგენლებთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არმქონე მოსწავლეებთან;

ბ) სისტემურ დონეზე მომსახურების გაწევა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში ინკლუზიური და სპეციალური განათლების პრინციპების დანერგვასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც შეიძლება მოიცავდეს: საჯარო ლექციებს, კომპეტენციების ამაღლების სემინარებს/ტრენინგებს, უმაღლესი განათლების სტუდენტებთან მუშაობას პრაქტიკის სწავლების ნაწილში, დამხმარე მასალების/რესურსების და მეთოდოლოგიური გზამკვლევების/პროტოკოლების განვითარებას და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვა ინიციატივების/პროექტების განხორციელებას.

4. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიღებაზე მომართვა შეიძლება განხორციელდეს:

ა) პირის/მოსწავლის, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;

დ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) მიერ;

ე) სააგენტოს მიერ;

ვ) სხვა საჯარო ან კერძო დაწესებულების მიერ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება