სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

საფრანგეთს ხელოვნური ინტელექტის სწავლება სავალდებულო სასწავლო პროგრამაში შეაქვს - პედაგოგები კი, AI-ს დახმარებით, საშინაო დავალებებს შეამოწმებენ
01-06-2025
-
+


საფრანგეთში მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს სასკოლო პროგრამით ისწავლიან. შესაბამისი სავალდებულო კურსი სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება. 

გადაწყვეტილების თაობაზე საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა განაცხადა.

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ. 

ელისაბედ ბორნის თქმით, კურსი მასწავლებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. მეცადინეობა კი გაგრძელდება 30 წუთიდან 1,5 საათამდე და მოიცავს ათამდე მოდულს, მოსწავლის მომზადების დონიდან გამომდინარე. 

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს შემუშავებული სპეციალურ ქარტიის საფუძველზე, რომელიც სკოლებში ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებას ეხება, პედაგოგები შეძლებენ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი გაკვეთილების დაგეგმვისთვის, მაგრამ ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან სასწავლო მასალის შინაარსზე. ამავე დროს, აიკრძალება პერსონალური მონაცემების გამოყენება საჯაროდ ხელმისაწვდომ AI სისტემებში.

მინისტრმა ასევე გამოაცხადა პროექტების კონკურსი, 20 მლნ ევროს დაფინანსებით. მისი მიზანია შეიქმნას ადაპტირებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს გაკვეთილების დაგეგმვაში, შეფასებასა და საშინაო დავალების შემოწმებაში. ახალი ინსტრუმენტის დანერგვა კი 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.

წყარო franceinfo 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება