| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლაში არის ადგილი, სადაც ყალიბდება პასუხისმგებლიანი, მოაზროვნე და მიზანდასახული პიროვნება, პედაგოგის როლი კი ამ პროცესში გადამწყვეტია. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ბელა ჯამდელიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საუბრობს იმ ღირებულებებსა და უნარებზე, რომლებიც, მისი აზრით, სკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს - მეგობრობაზე, ნდობაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარზე, რომლებიც მომავალ წარმატებას განსაზღვრავს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვუსმენთ, ვენდობით და ვასწავლით საკუთარი საქციელის შედეგების შეფასებას.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მიზანი, მოტივაცია და მასწავლებლის მხარდაჭერა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ცხოვრებისეულ უნარებს, პასუხისმგებლობის გრძნობას და სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობრობაში ვითარდება ნდობა და კომუნიკაციის უნარი.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე ჩაწვდება მის მნიშვნელობას, არის პროცესში ჩართული და შეუძლია საკუთარი ინიციატივის და იდეების წარმოთქმა/დაფიქსირება.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- პრობლემის გადაჭრის უნარი და კრიტიკული აზროვნება.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა ძვირფასმა მასწავლებელმა, რომელიც დღემდე მახსოვს მისი მზრუნველობითა და სიყვარულით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად