სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„მოსწავლის ​პასუხისმგებლობა იწყება პირველი დღიდან და ყოველდღური ურთიერთობით ყალიბდება“- სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი ესმა თევზაძე​  ​
03-03-2026
-
+


ესმა თევზაძე სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს ეროვნულ ლიტერატურულ მემკვიდრეობას აზიარებს და ქართული სიტყვის სილამაზეს ასწავლის. 

მისი ხედვით, სკოლის მთავარი მისიაა მოსწავლის აღზრდა დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ პიროვნებად. თავადაც ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს და მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი ესმა თევზაძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- პირველად მოდის სკოლაში მარტივი წესებით: სასწავლო ნივთების მოტანა, სხვების პატივისცემა, დავალებების შესრულება, ყოველდღიურად ვაკისრებთ მოვალეობებს და თანმიმდევრობით ვთხოვთ შედეგს. პასუხისმგებლობა იწყება პირველი დღიდან და ყოველდღური ურთიერთობით ყალიბდება.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- შინაგანი მოტივაცია, მასწავლებლის მხარდაჭერა, შექება- აღიარება, პატარ-პატარა წარმატებები, სახალისო აქტივობები.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს, ღირებულელებს. იგი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნება.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- კლასში იქმნება პოზიტიური გარემო. ხელი ეწყობა პიროვნულ განვითარებას და სასწავლო პროცესი სასიამოვნო ხდება.

-  სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

-გაკვეთილი არის მრავალფეროვანი. გამოყენებულია შესაბამისი რესურს-თვალსაჩინოებები და მოითხოვს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- არის სწავლა- სწავლის უნარი, რადგან ის საშუალებას აძლევს ადამიანს, მთელი ცხოვრების განმვალობაში განვითარდეს.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- სკოლამ და პირადმა ინტერესებმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 5 აპრილამდეა

მთავარი შეცდომა, რომელსაც ეროვნულებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტები უშვებენ - NAEC-ის დირექტორი დეტალებზე საუბრობს

მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება უნდა ჰქონდეს პირს, რომ ასოცირებული პროფესორი გახდეს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება