სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი ბავშვებში მეტად ვრცელდება და უფრო გადამდებია“ - ჩხაიძე დეტალებზე
19-04-2026
-
+


კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოში ჯერ არის დადასტურებული - „ციკადა“ ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული, გაციების სიმპტომატიკას იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ვისრუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა არის მეტად გადამდები.

„ფაქტია, ბოლო თვეებია კორონავირუსის სხვა ვარიანტს შორის „ციკადას“ გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე ხშირია.

ციკადა“ არის მწერი, რომელსაც შეუძლია მატლის სახით 12-14 წელი იყოს მიწაში და შემდეგ დაიწყოს ცხოვრება. ასეა კორონავირუსიც, წელიწადზე მეტი გაჩერებული იყო, არ ამჟღავნებდა აქტიურობას, მაგრამ ბოლო 3 თვის განმავლობაში შემთხვევებმა მოიმატა და ძალიან ბევრ ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გავრცელების. ის „ომიკრონისქვევარიანტია.

ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვერ გეტყვით, საქართველოში არის თუ არა დადასტურებული მისი არსებობა.

მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა არის მეტად გადამდები. სიმპტომები კი სტანდარტულია: ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან გამონადენი. აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და მას გამოარჩევს ის, რომ სხვა ასაკთან შედარებით, ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული.

იცით, რომ კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი უფრო მეტად მოზრდილებში იყო გავრცელებული. ახლა, არის მოსაზრება, რომ ახალი ვარიანტი ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული. ბავშვებში გაციების სიმპტომატიკა იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ამასთან, როგორც მან განმარტა, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან ცოტაა და ის 3%-ს შეადგენს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება