სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსების ამაღლება დონეების მიხედვით მოხდება - მასწავლებლებს დამატებითი ფუნქციების შესრულების ვალდებულება ექნებათ
17-11-2025
-
+


განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ჩაატარეს, სადაც რიგ საკითხებთან ერთად, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის დოკუმენტიც განიხილეს.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ პედაგოგთა კარიერული წინსვლა დონეებად, უფრო კონკრეტულად კი 3 დონედ დაიყოფა. აი რა წერია პრეზენტაციაში: 

„სკოლის დონეზე - დამატებითი ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მხოლოდ წამყვან მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს, ხოლო კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში, უფროს მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელსაც ეძლევა დამატებითი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა როგორც წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებელს.

რაიონულ დონეზე - ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მხოლოდ მენტორ მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს, ხოლო კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში, წამყვან მასწავლებელსაც/სპეციალურ მასწავლებელსაც ეძლევა დამატებითი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა როგორც მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებელს.

ეროვნულ დონეზე - მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც კომისიის მიერ დადებითად აქვს შეფასებული რაიონის დონეზე 2 წლის განმავლობაში ფუნქციის შესრულება განათლების სისტემაში, ეროვნულ დონეზე შესაბამისი კარიერული მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას უპირატესობა მიენიჭება საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება