სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტი მიმართულებების მიხედვით ცნობილია
30-09-2025
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 615,3 მლნ ლარით - აღნიშნულის შესახებ 2026 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ვკითხულობთ. 

ყველაზე მეტი თანხა, 1 885,9 მლნ ლარი სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებითაა გამოყოფლი.

როგორ პროექტში ვკითხილობთ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 615,3 მლნ ლარით. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდა სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომლის ფუნქციებიც გადანაწილდა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროებზე, შესაბამისად 2025 წელს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსება 2026 წელს გათვალისწინებულია ზემოაღნიშნულ სამინისტროებში. ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ჩათვლით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2026 წელს შეადგენს 3 228,8 მლნ ლარს.

სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება- 1 885,9 მლნ ლარი;
  • პროფესიული განათლება - 214,9 მლნ ლარი;
  • უმაღლესი განათლება - 192,0 მლნ ლარი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 92,9 მლნ ლარი;
  • ინკლუზიური განათლება - 92,8 მლნ ლარი;
  • ახალგაზრდობის მხარდაჭერა  - 15,6 მლნ ლარი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება