სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლას ბავშვის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო
25-09-2025
-
+


„არასრულწლოვნის დავა „დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარის“ წინააღმდეგ ბავშვის გამარჯვებით დასრულდა! სკოლას ბავშვის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს.
 
ორგანიზაციის ინფრომაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება „დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი“ (ბაღი) აუტისტური სპექტრის მქონე 4 წლის ბავშვს დისკრიმინაციულად მოექცა. სასამართლომ ბავშვის სასარგებლოდ სკოლას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.
 
„საქმე ეხებოდა შემთხვევას, როდესაც ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვისთვის პერსონალური ასისტენტის დანიშვნაზე უარი თქვა. 2023 წლის ბოლოს კი, საახალწლო ზეიმის შემდეგ, მშობელს ბავშვის დოკუმენტაცია უკან დაუბრუნეს და მისი სხვა „სპეციალიზებულ ბაღში“ გადაყვანისკენ მიუთითეს. შედეგად, არასრულწლოვანს იძულებით დაატოვებინეს სკოლამდელი დაწესებულება.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ბავშვის უფლებების დასაცავად PHR-მა მიმართა. მოწმეების გამოკითხვის და მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლომ გაიზიარა
 
ორგანიზაციის პოზიცია და დაადგინა, რომ მოცემულ საქმეშიდაწესებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
 
გადაწყვეტილება მოპასუხის მხრიდან გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე უზენაეს სასამართლოში, თუმცა ორივე შემთხვევაში საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
 
საქმე ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ თანასწორი მოპყრობისა და განათლებაზე წვდომის კუთხით. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ განათლების დაწესებულებებს, იქნება ეს საჯარო თუ კერძო, ევალებათ ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, ინკლუზიური, მისაწვდომი და მხარდამჭერი გარემოს შექმნა. საბავშვო ბაღიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის გარიცხვის ფაქტი მეტყველებს სწორედ იმ სისტემურ ბარიერებს, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები დგანან.
 
გარდა ინდივიდუალური სამართლიანობის აღდგენისა, საქმე ხაზგასმით უსვამს სახელმწიფო და კერძო სექტორის ვალდებულებას, დაიცვან ბავშვთა უფლებები და უზრუნველყონ თანასწორი საგანმანათლებლო გარემო სტიგმის, გარიყვისა და დისკრიმინაციის გარეშე.
 
გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინკლუზიური და თანასწორი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გზაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება