სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ნიშნავს მასწავლებლისთვის სტატუსის შეწყვეტა და რამდენ ხანს ინახება ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში - მინისტრის ბრძანება 
26-09-2025
-
+


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი დამტკიცდა, რომლითაც განისაზღვრა, ვის ექნება წვდომა აღნიშნულ რესურსზე.

გარდა ამისა, მინისტრის ბრძანებაში გაწერილია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები და ინფორმაციის კონფიდენციალობის პირობები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ელექტრონული ჟურნალის თითოეულ სუბიექტს ელექტრონულ ჟურნალში გააჩნია მისთვის მინიჭებული ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის მასშტაბი, რომელსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა, სისტემაში მითითებული პოზიციების შესაბამისად.

გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული ზოგიერთი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს და „პირები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ  ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

აქტიური სტატუსის შეწყვეტისას ინფორმაცია/მონაცემები ელექტრონულად არქივდება და ინახება 5 წლის განმავლობაში.

„პროფესიული სტუდენტის ელექტრონულ პორტფოლიოში პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები ინახება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესით” დადგენილი ვადით.

დაარქივებული ინფორმაცია/მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის ელექტრონული ჟურნალის სუბიქტებისთვის. დაარქივებულ ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომა ექნება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ ინფორმაცია/მონაცემები წაიშლება აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.

აქტიური სტატუსის შეწყვეტაში იგულისხმება – პროფესიული სტუდენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, ხოლო პროფესიული მასწავლებლისათვის – დაწესებულებასთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება