| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურის წახალისების ფორმები კანონით არის განსაზღვრული და მოიცავს როგორც მადლობის გამოცხადებას, ისე ფასიან საჩქურებს.
მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დასაქმებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისება.
მანდატურის წახალისების ფორმებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა;
დ) მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა.
დასაქმებულს, რომლის მიმართაც წახალისების ფორმად გამოყენებულ იქნა მადლობის გამოცხადება, გადაეცემა მადლობის სიგელი. ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი და გაცემის საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. ხოლო ფასიანი საჩუქარი გაიცემა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ერთდროულად შეიძლება წახალისების რამდენიმე ფორმა იყოს გამოყენებული.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა