სიახლეები
სიახლეები

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა - რა უფლებები ენიჭებათ სკოლებსა და სამინისტროს
15-09-2025
-
+


„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში“ ცვლილებები შევიდა.  მე-14 მუხლს, რომელიც უფლებამოსილებათა გამიჯვნას არეგულირებს, რამდენიმე პუნქტი დაემატა, მათ შორის:

სამინისტრო განახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების  და  დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო  შესყიდვა, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი;

ყოველწლიურად  დაამტკიცოს  „მოსწავლეებისა  და  მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა და განსაზღვროს ამ პროგრამის ბენეფიციარები;

გრიფმინიჭებულ  სახელმძღვანელოზე/სერიაზე  (მოსწავლის  წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი.

დარედაქტირდა შემდეგი პუნქტები:

სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენებისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საგნების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო წლის განმავლობაში, შესაბამისი კლასის სახელმძღვანელოსთან ერთად ან მის ნაცვლად, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები კლასების თანმიმდევრობის დაცვით. სკოლა, შესაბამისი/განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში, მართვის სისტემის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილ ვადაში.

სკოლა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან, სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში, თუ მათზე გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები ერთმანეთს არ ემთხვევა,  სკოლა შეარჩევს ამ საგნისა და კლასის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს სახეს/სახეებს, რომლის შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დანარჩენი სახე/სახეები ავტომატურად შერჩეულად ჩაითვლება ამ სახელმძღვანელოს მიმართ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების  შემთხვევაში. ხოლო, თუ შერჩეული სახელმძღვანელოს სახის/სახეების შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დარჩენილ სახეს/სახეებს უარი ეთქვა გრიფის მინიჭებაზე, სკოლა შერჩევას ახორციელებს ალტერნატიული გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოების სახეს/სახეებს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგივე პრინციპი გამოიყენება სერიაში შემავალი კლასების სახელმძღვანელოების სახეებზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს.

პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა  დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოს/სერიის  შეცვლაზე/შერჩევაზე  თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას  უგზავნის  სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული  თანხმობის   მიღებიდან   3   სამუშაო   დღის  განმავლობაში  ზოგადი განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული   სახელმძღვანელოს/სერიის   შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ  ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით. 

განახლებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია მის ალტერნატიულ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებთან/სერიებთან ერთად, შესაძლებელია სკოლებს შეეთავაზოთ განმეორებით შესარჩევად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

საქართველოსთან ერთად კიდევ რომელი ქვეყნები აღნიშნავენ შობას 7 იანვარს

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება