| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პირველადი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგით დაიწყება“ - აღნიშნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
აღსანიშნავია, ისიც, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - სტუდენტთა 69%-მდე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 80%, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე კი 83%-ზე მეტი.
„ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. პირველადი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. აბიტურიენტები შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღების პროცესი. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც მთლიანი ტესტის შეფასება, ასევე შეფასება ცალკეულ დავალებებში.
აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ, შესაბამისად, მათ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა გადახედონ საკუთარ არჩევანს და, რაც მთავარია, ნებისმიერი შეტანილი ცვლილება დაიმახსოვრონ“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას