| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პედაგოგები ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა იყოს საინტერესო, სახალისო, გაკვეთილები კი ეფექტური.
მათ შორის აღსანიშნავია, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც სურპრიზებითა და ემოციებით იყო სავსე.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, ბავშვები ჯგუფებად გადანაწილდნენ და ჩაერთნენ ასფალტზე ხატვის კონკურსში, ღია ცისქვეშ, სადაც თითოეულმა ჯგუფმა თავისი ფერადი სამყარო და შემოქმედება წარმოადგინა.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი ნაწილი კი გახდა ნაყინების ფესტივალი – მოულოდნელი სიურპრიზი ჩვენი პატარებისთვის.
მხიარულმა სტარტებმა კი დღეს განსაკუთრებული ენერგია და ემოციები შემატა.
ამ გამორჩეული დღის ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სკოლის დირექტორს – ნუნუ ჭონქაძეს, ხელოვნების პედაგოგს – რამაზ შეყილაძეს და სპორტის მასწავლებელს – ხათუნა მოდებაძეს.
ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდა მთელი სასკოლო საზოგადოება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამშრომლობისა და ერთიანობის ძალას.
„ჩვენთვის თითოეული ბავშვი ბედნიერებისა და მომავლის სახეა – ერთად ვზრდით ღიმილიან თაობას!“, - ასე ეხმაურება ღვითორის საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა