სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს დღე ჩვენია“ - ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
10-06-2025
-
+


გია ტრაპაიძის სახელობის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ქვემო აკეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 26 მაისი - დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 წელს მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

გაიმართა ღონისძიება - „ეს დღე ჩვენია“, რომლის ფარგლებშიც  მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, მისი ისტორიის შესახებ;  პატიორტული სულისკვეთებით განმსჭვალულებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს თემატური მუსიკალური ნომრები და პატივი მიაგეს იმ გმირთა ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირეს.

„ღონისძიების მიზანი იყო, გაეძლიერებინა ეროვნულ იდენტობასთან კავშირი, გაეღვივებინა სიყვარული სამშობლოსა და თავისუფლების იდეისადმი, მთავარი დანიშნულება კი გახლდათ შეხსენება მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული დღის - 1918 წლის 26 მაისისა, როცა გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა .

ღონისძიებაზე მოწვეული გახლდათ ჩვენი დროის გმირების გია ტრაპაიძის, ზაზა ჩხაიძის, ვაჟა თოდუასა და მურთაზ ირემაძის ოჯახები, ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ცირა მსხილაძე, ჩვენი სოფლის რწმუნებული - ზურა ჩხაიძე .

მადლობა ამ დღის გალამაზებისთვის ჩვენს მოსწავლეებს, მობრძანებულ სტუმრებს, ღონისძიების ორგანიზატორს - მაია აბაშიძეს, მუსიკალურ გამფორმებელს ნინო ჩინჩალაძესა და ხელოვნების პედაგოგს ნინო შველიძეს, ასევე სკოლის თითოეულ თანამშრომელს გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება