| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია, ხელოვნების მასწავლებლის თამარ არღვლიანის ინიცირებული პროექტი - „ცხოვრება მშვენიერია“.
პროექტი ითვალისწინებდა მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. კერძოდ, თითოეულმა მშობელმა შვილებთან ერთად წარმოადგინა თითო მუსიკალური ნომერი (ცეკვა, სიმღერა, მხატვრული კითხვა, ხელოვნების ნიმუშები).
ღონისძიება გამოვიდა ინოვაციური, ხალისიანი და მრავალფეროვანი და გააერთიანა სკოლა, ოჯახი, მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე.
მოსწავლეებს ღონისძიება იმდენად მოეწონათ, რომ ერთ-ერთი მოსწავლე ლეონიდე არღვლიანი გამოვიდა ინიციატივით, პროექტი იქცეს სკოლის ტრადიციად და ჩატარების თარიღი დაემთხვეს ოჯახის სიწმინდის აღნიშვნის დღეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა