სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვირიშისა და ალპანის საჯარო სკოლები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
04-06-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, ღვირიშისა და ალპანის საჯარო სკოლები​ წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოადგებათ და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობით, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.

ამის დასტურია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომლის ფინალშიც ღვირიშისა და ალპანის საჯარო სკოლებმა მოსწავლეთა ჩართულობით გამორჩეული სკოლების ნომინაციაში გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მთელი საქართველოს მაშტაბით 275 სკოლის 1375 მოსწავლე მონაწილეობდა, ფინალში კი 58 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი გადავიდა, მათ შორის ღვირიშის საჯარო სკოლის სკოლაც.

„ფინალამდე რთული გზა გავიარეთ.რესურსი, რომლებიც ელექტრონულად გადმოგვიგზავნეს, საკმაოდ ბევრი იყო, დრო კი - ცოტა. თამაშის ორგანიზატორების დახმარებით მივიღეთ საჭირო მასალა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ცაგერის იუსტიციის ეროვნული არქივის წარმომადგენლებს .

ჩვენმა სკოლამ გაიმარჯვა მოსწავლეთა ჩართულობით გამორჩეული სკოლების ნომინაციით. ჩვენთან ერთად დაჯილდოვდა ალპანის საჯარო სკოლა, მოსწავლეებს და მასწავლებელს კი ჯილდოები გადასცა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.         

მოხიბლული დავრჩით ქალბატონი თეონას ერუდიციით,  გულისხმიერებით და საოცრად თბილი დამოკიდებულებით. საკმაოდ სოლიდური ჯილდოები მივიღეთ, მაგრამ, ალბათ, ყველა ჯილდოზე მეტი ამ საოცარი ქალბატონის დამოკიდებულება იყო ჩვენდამი. მან მადლობა გადაგვიხადა, რომ  მცირეკონტიგენტიანმა სკოლებმა ღირსეული პაექრობა გავუწიეთ უძლიერეს სკოლებს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ თეონას და ამ პროექტის ყველა ორგანიზატორს, რომლებიც ღირსეულ და კარგ საქმეს ემსახურებიან. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება  ეს დღე, რომელმაც უზარმაზარი სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება