სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაბახტევის საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის დღეს სახალისო სპორტული ღონისძიებებით შეუერთდა
04-06-2025
-
+


1-ელი ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა და მისი მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის, ნაბახტევის საჯარო სკოლა და მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობის ფერადი დღე აჩუქა.

ღონისძიების დევიზი გახლდათ „მხიარული ბავშვობა“, აქტივობის ფარგლებში კი ჩაატარეს მხიარული სტარტები.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში II-IX კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც დაიყვნენ გუნდებად. პირველი გუნდის - „მგლების“ კაპიტანი ნუკი მჭედლიძე იყო, მეორე გუნდის - „ლომების“ კაპიტანი კი ლაშა შერაზადიშვილი, ხოლო მსაჯობა მხიარულ სტარტებს სპორტის პედაგოგმა, ნიკოლოზ ფაფაკერაშვილმა.

ჟიურიც პედაგოგებისგან გახლდათ დაკომპლექტებული: რუსუდან კურტანიძე, ციცინო ნოზაძე, სკოლის დირექტორი ელზა მაისურაძე.

„სტარტებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. განტვირთვის მიზნით ბარბარე ნოზაძემ (Vკლ.), ანანო კურტანიძემ (VIკლ.), მარიამ ხუციშვილმა (VIკლ.) და მე-8კლასის.ხელმძღვანელმა, მუსიკის პედაგოგმა, მაია რიჟამაძემ შეასრულეს სიმღერა „ბავშვობა“.

აღსანიშნავია, რომ მხიარულ სტარტებში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმაც: მერი ლობჟანიძემ და ნიკოლოზ ფაფაკერაშვილმა. გამარჯვება „ლომებმა“ მოიპოვეს, ღონისძიებას ზღაპრის გმირი ესტუმრა, დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორივე გუნდს გადაეცა სამახსოვრო სიგელები - მხიარულ სტარტებში აქტიური მონაწილეობისათვის.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება