სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქალი, რომელმაც მეფეს ქლიავი კი არა - სიმართლე ესროლა!“ - გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეების საინტერსო აქტივობა 
04-06-2025
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის პედაგოგმა მეოთხე კლასის მოსწავლეებს გასვლითი ღონისძიება ჰქონდათ საბადურში, სადაც იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობა „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“ განიხილეს.

სკოლის მასწავლებელი ელგუჯა ბოჭორიშვილი აღნისნავს, რომ IV კლასელებთან ერთად იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობა „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“ გააცოცხლეს - „იქ, სადაც მიწა და მზე ბავშვურ გულწრფელობას ერწყმის“.

„ის არც დიდგვაროვანია, არც მეომარი... ის ინგილო გოგონაა - პატარა, მაგრამ გიგანტური სულით! მისი იარაღი ხმალი არ ყოფილა - ესროლა ქლიავი... მაგრამ სიმართლის ბაგიდან ამოფრქვეული.

„ეგ რომ ჩვენი მეფე ერეკლე იყოს - სპარსულ ქუდს ხომ არ დაიხურავდა!“ - ასე თქვა და ისე ძლიერად თქვა, რომ თვით მეფემ - ქუდი მოიხადა. სიმართლემ მეფე თავშიშველად დატოვა… ეს იყო გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ზოგჯერ გმირები ხმალით კი არ იბრძვიან - სიმართლის თქმის ძალით იგებენ ბრძოლებს. ასეთი ამბები გვასწავლის, რომ ღირსება - ეს არის ის გვირგვინი, რომელსაც თუნდაც მეფე მოიხდის პატივისცემით“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება