სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი გრანდიოზულად დააგვირგვინეს
29-05-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024 -2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

27 მაისს, უდაბნოს საჯარო სკოლაში, დამრიგებლის - ნინელი ფარჯიანის ხემლძღვანელობით, გაიმართა პირველი კლასის გამოსაშვები ზეიმი.

საგანგებოდ მორთულ კლასში მაყურებლების ტევა არ იყო. პატარებმა მიიწვიეს მშობლები და სასკოლო საზოგადოება. გოგონები პრინცესების ფორმაში გამოეწყვნენ, ბიჭებმაც თეთრი პერანგები მოირგეს. 

პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წარმოთქვეს.

ნინელი მასწავლებელმა მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად იშრომა კლასთან ერთად,მაყურებელს კი პროექტორით წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ვიდეოკოლაჟი უჩვენა.

პატარებმა შეასრულეს ინგლისური ენის მასსწავლებლის ნესტან სულთანიშვილის მიერ ნასწავლი ინგლისურენოვანი სიმღერა.

ხელოვნების მასწავლებელმა, ეკატერინე გუჯეჯიანმა კი ბავშვებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და ხელოვნების გაკვეთილზე სპეციალურად ამ დღისთვის მათივე შექმნილი, დედა ენასთან დაკავშირებული, ნახატები დაურიგა და უჩვენა მაყრუებელს. 

პატარებმა მილოცვა მიიღეს სკოლის დირექტორისა და მათი ჭადრაკის მასწავლებლის - მარიამ გელაშვილისგან, რომელმაც ჭადრაკის ფიგურებით დაასაჩუქრა ბავშვები. 

ღონისძიებაზე „კინგისია“ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების წარმატებაც აღინიშნა. 

ფინალისკენ კი მშობლებმა კლასში აპლოდისმენტების თანხლებით „დედაენის“ ტორტი შემოიტანეს. პედაგოგს  კი დიდი მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და ლამაზი თაიგული მიართვეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება