სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
29-05-2025
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიებს, რადგან მოსწავლის ჰარმონიული განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიებს შორის ერთ-ერთი საინტერესო, მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწორად დაგეგმილი და განხორციელებული თემატური ექსკურსია ამა თუ იმ საკითხის ფუნდამენტურ შესწავლას, მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოებასა და მასში მრავალმხრივი უნარების განვითარებას გულისხმობს, რომელიც სხვადასხვა საგნების ინტეგრირების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 

ახლახან, დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის VIIგ კლასის მოსწავლეებისთვის ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც პოეტის შემოქმედების  საკლასო სივრცის გარეთ, განსხვავებული კუთხით აღქმასა და გააზრებას (საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა), აგრეთვე სიმეტრიის აღქმას ბუნებასა და ისტორიულ ძეგლებში (საგანი - მათემატიკა);

„კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს (გამოფენებზე, მწერალთა სახლ-მუზეუმებში, ბუნებრივი ძეგლისა თუ მუზეუმის მონახულებისას) საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ, განსხვავებული კუთხით გაიაზრონ ნასწავლი, შესაბამისად გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს“,- გვეუბნებიან სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

შთამბეჭდავია ექსკურსიის მიზნები: 

ქართული ენა/ლიტერატურის (პედაგოგი მაია ჯერვალიძე): მიმართულებით: 

  • ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის გაცნობა რეალურ გარემოში (მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა პირადად შეიგრძნონ მწერლის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გარემო, რაც დაეხმარება   ნაწარმოებების შინაარსისა და  კონტექსტის უკეთ აღქმაში);
  •  შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება  (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე დაყრდნობით საკუთარი  ლიტერატურული ნამუშევრების  შექმნა/წარდგენა);
  • ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის გააზრება  (ვაჟა-ფშაველას  შემოქმედების  მაგალითზე მოსწავლეები დაფიქრდებიან ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე);
  • ვაჟა-ფშაველას ეპოქის კულტურულ-ისტორიული თავისებურებების გაცნობა ( XIX საუკუნის ფშავ-ხევსურული ყოფის თავისებურებები  მწერლის პერსონალური პრიზმიდან);
  • ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრება (ბუნების სიყვარული, თავისუფლება, ჰუმანიზმი).

მათემატიკის (პედაგოგი თამარ თვალჭრელიძე) მიმართულებით: 

  • მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლი სიმეტრიის ცნების გადმოტანა ცხოვრებაში( ბუნებრივ გარემოში);
  • ამოიცნონ და გაიაზრონ მისი მნიშვნელიბა არქიტექტურაში - ისტორიულ შენობებსა თუ ეკლესიების აგებაში;
  • დააკვირდნენ, სად გვხვდება სიმეტრია ბუნებაში (ფოთლების ფორმაში, ყვავილებში, ხეებში და სხვა);
  • ამოიცნონ სიმეტრიული ელემენტები ხელოვნების ნიმუშებში და შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა;
  • განუვითარდეთ დაკვირვების, აღწერის და მსჯელობის უნარი.

ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მე-7 კლასელები სკოლაში ახალი ინფორმაციითა და ცოდნით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება