| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, ცოდნას იმდიდრებენ და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, შექსპირის საიუბილეო ფესტივალი, რომელიც 23 აპრილიდან 23 მაისამდე გრძელდებოდა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
ფესტივალი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა და მოსწავლეებს არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა მეტად ნაყოფიერი და შემეცნებითი აღმოჩნდა, ამისთვის ფასტივალის ორგანიზატორებს სკოლაში დიდ მადლობას უხდიან.
„დიდი მადლობა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს, რომ ვიყავით შექსპირის ერთთვიანი ფესტივალის სრულუფლებიანი წევრები. გვეამაყებით გვეიმედებით გვიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე!“,-აღნიშნავენ სკოლაში
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად