სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდმა „ენძელას თასი - 2025“ მოიპოვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა
28-05-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდი I ადგილზე გავიდა და „ენძელას თასი 2025“ მოიპოვა.

ჩემპიონატთან დაკავშირებიტ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა სკოლის დირექციამ: დედოფლისწყაროში, ფეხბურთის მოედანზე, ბატონ ზურაბ ჩალაბაშვილის (ჩალაბა) ორგანიზებით გაიმართა საგაზაფხულო ფეხბურთის ტურნირის ნახევარფინალი და ფინალი, რომელიც სავსე იყო ემოციებითა და სპორტული ვნებებით. ამ დღეს, ნიჭიერმა და მონდომებულმა ახალგაზრდებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებიდან თავიანთი ძალები გამოსცადეს, რათა მოეპოვებინათ ნანატრი გარდამავალი თასი.

ტურნირის გამარჯვებული გახდა არხილოსკალოს საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც I ადგილი და „ენძელას თასი“ მოიპოვა, გამოავლინა განსაკუთრებული თამაში, ერთიანობა და გამარჯვების სურვილი.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის სკოლებმა, რომლებმაც გაიარეს ზონალური შეჯიბრი ქედებში, სადაც ძლიერი გუნდები – არხილოსკალო, ზემო ქედის N1, ზემო ქედის N2, ქვემო ქედი, ფიროსმანი, სამთაწყარო და საბათლო – ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ნახევარფინალი: პირველ შეხვედრაში, ნახევარფინალში, არხილოსკალოს გუნდი მაჩხაანის გუნდს დაუპირისპირდა. დაძაბულ და ემოციურ მატჩში არხილოსკალოს გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 3:2. გოლები გაიტანეს:

დემეტრე მერაბიშვილმა – 2 გოლი, ნიკა ოგბაიძემ – 1 გოლი.

ფინალი: ფინალურ მატჩში არხილოსკალო საპატრიარქოს გუნდს შეხვდა. კვლავ დაძაბულმა და სანაკლებო თამაშმა გამოავლინა გამარჯვებული – არხილოსკალოს გუნდი ანგარიშით 3:2. გოლები გაანაწილეს:

დემეტრე მერაბიშვილი – 1 გოლი, ნიკა ოგბაიძე – 1 გოლი, თამაზი პაპაშვილი – 1 გოლი.

ეს გოლები არა მხოლოდ ქულებს, არამედ გუნდის თითოეული წევრის მონდომებას, სულისკვეთებასა და გამარჯვებისკენ სწრაფვას განასახიერებდა. თითოეული გოლი გახდა მოტივაცია და გუნდური ერთიანობის სიმბოლო.

არხილოსკალოს საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც თავი გამოიჩინა თავდადებითა და ნიჭით, შედგებოდა შემდეგი მოსწავლეებისაგან:

VIII კლასი: საბა ზვიადაური, ლუკა გვრიტიშვილი,

IX კლასი: დემეტრე მერაბიშვილი, ირაკლი ახალაური, გიგი ქეთელაური,

X კლასი: ბაქარი წიკლაური, თამაზი პაპაშვილი,

XI კლასი: დავით ხუზაურაშვილი, ნიკა ოგბაიძე.

გუნდს მხარს უჭერდა სკოლის მასწავლებელი, ქალბატონი ნონა ბედუკაძე, ასევე მოთამაშეების მეგობრები, მშობლები და სრულიად სოფლის გულშემატკივრები, რომლებმაც თავიანთი ხალისითა და მხარდაჭერით თამაშს განსაკუთრებული ემოცია შემატეს.

არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მთელი სასკოლო საზოგადოება ულოცავს გუნდს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, გულშემატკივრებსა და სოფელს, რომლებიც გუნდის გვერდით იყვნენ. სკოლა უსურვებს გუნდს, მოსწავლეებსა და მთელ სოფელს კიდევ უფრო მეტ წარმატებას, წინსვლასა და ახალ გამარჯვებებს!

„ენძელას თასი“ არა მხოლოდ სპორტული მიღწევა, არამედ გუნდური სულის, მეგობრობისა და თავდადების სიმბოლოა, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს კიდევ დიდხანს გააერთიანებს!

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

განახლდა მაგისტრატურაზე მისაღებია ადგილების და პროგრამების ჩამონათვალი

უქმდება თუ არა ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონები? - ერთიანი კანონპროექტი პარლამენტს შემოდგომით წარედგინება

საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში

ეროვნული გამოცდები, საბოლოო კოტები და პროგრამების ჩამონათვალი ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება