| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია, მოსწავლეებმა გამორჩეულად აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
26 მაისს, ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, ყვარლის N2 საჯარო სკოლის Vlllა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თინა ნაზრიშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში.
ახალგაზრდებმა მაყურებელს კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ ილიას იდეალები ცოცხალია და მომავალი თაობები ღირსეულად აგრძელებენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზას.
„დამოუკიდებლობა იწყება ცნობიერებით – და სწორედ ასეთი დღეები ქმნის ძლიერ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ილიასეულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად