| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
23 მაისს, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში V, VI, VII კლასების მოსწავლეთა ჩართულობით, ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით - „ციფრთა ჰარმონია“. ღონისძიებას მათემატიკის მასწავლებელი მანანა ქობალია ხელმძღვანელობდა.
ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეთა ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
ვიქტორინა მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა - ლამზირა ბოკუჩავამ. მოსწავლეები გადანაწილდნენ გუნდებად.
ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც სკოლის დირექტორმა - ნანა ჯგერენაიამ გადასცა სიგელები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინაში მონაწილე გუნდებს შორის შეჯიბრი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად