სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დამოუკიდებლობის 1005 დღე“ - საქართველოს უახლესი ისტორიის დღესასწაული გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში 
28-05-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად აღინიშნა. გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას. 

როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორიის დღესასწაული მოაწყვეს. ახალგაზრდებმა 1918 წლის 26 მაისის მოვლენები გააცოცხლეს. 

„1918 წლის 26 მაისი, კვირა, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთი, ტფილისი, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია...

ბატონი  ნოე ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტით, აცხადებს  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

ღირსეული ნაბიჯები თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ, ევროპისკენ...“,- ეს ისტორიული სურათი მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს. 

სამადლობელი ღონისძიება „დამოუკიდებლობის 1005 დღე“, თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს მიეძღვნა. 

სცენაზე მაყურებელმა იხილა - წამყვანები, ჟურნალისტები, პირდაპირი ჩართვები - ბატონები: ნოე ჟრდანია, გიორგი კვინიტაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი მაზნიაშვილი...

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოება სიამაყით აავსო. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო და მიწვეული სტუმრები რომელთაც სკოლაში მადლობას უხდიან. 

„მადლობა მოწვეულ სტუმრებს: ჩოხატაურის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ადგილობრივ თვითმმართველობას, გოგოლესუბნის საბავშვო ბაღს, ჩვენს მეგობარ სოფ.შუა ამაღლების საჯარო სკოლას. დირექციას, ყველა პედაგოგს ხელშეწყობისა და თანადგომისთვის! ჩემს სრულიად განსაკუთრებულ ბავშვებს პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებისთვის! თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი დღეეები უმრავლოს ღმერთმა საქართველოს!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში მოსწავლეებს კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება