| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
მათ შორის, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ია ნეფარიძის ინიციატივით, VIIIბ კლასში გაიმართა ღონისძიება არიფანას - ყვავილების დღესასწაულის, შესახებ.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ კლასის დამრიგებელი - ნათია ბოღოჩაძე, მოსწავლეები და მშობლები. მოსწავლეებმა აღნიშნეს არიფანა, როგორც მშვენიერების და სიყვარულის, მოფერებისა და ჩახუტების დღე. ხოტბა შეასხეს მარიტას, როგორც მშვენიერებისა და სილამაზის სიმბოლოს, გაშალეს საძმო სუფრა, წარმოთქვეს სადღეგრძელოები უფლის, მშვენიერების, ქალის, მეგობრობის, სიყვარულის, ერთობისა და საქართველოსი. ლექსებითა და სიმღერებით შეამკეს ყვავილების დღესასწაული, იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს.
აღსანიშნია, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ულამაზეს გარემოში გაიმართა, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოხატეს საძმო სუფრა, გვირილებისგან დაწნეს გვირგვინები, რომლითაც თანაკლასელი გოგონები, დამსწრე პედაგოგები და მშობლები შეამკეს.
მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი აკადემიური და შემოქმედებითი უნარები, ღონისძიება მაქსიმალურად ინტერაქციული და მრავალფეროვანი იყო, სავსე ზღვა ემოციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად