სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქისტაურის საჯარო სკოლის წარმატება ინოვაციურ სასკოლო კონკურსში
28-05-2025
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლამ ინოვაციურ სასკოლო კონკურსში Tech Sparks-ის წარმატება მოიპოვა. 

კახეთის რეგიონის ტექნო პარკების გამოცხადებული კონკურსი, ითვალისწინებდა აპლიკაციის ან რობოტის შექმნას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ქისტაურის საჯარო სკოლა წარმოდგენილი იყო 5 მოსწავლისგან შემდგარი გუნდით: ქეთი ბუზალაძე, ნინი დუდაური, ერეკლე წითელაური, რობი ბუზალაძე, თემური ლალიაშვილი, რომელთაც მენტორობას უწევდა ამავე სკოლის მასწავლებელი ვერიკო მაილაშვილი.

5 დღის განმავლობაში მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები ახმეტის ტექნოპარკში, რის შემდეგაც ჩაატარეს სკოლებში გამოკითხვა თუ რომელი უნარის (სამეწარმეო საქმიანობა, კრიტიკული აზროვნება, დროის მართვა, ფინანსური განათლება) სწავლა არის უფრო მნიშვნელოვანი მოსწავლეებისათვის.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ 70% დაინტერესებულია ფინანსური უნარების საბაზისო სწავლით, აქედან გამომდინარე გუნდმა შეიმუშავა იდეა: „როგორ ვასწავლოთ მოზარდებს საბაზისო ფინანსური უნარები“, და შექმნა აპლიკაცია სახელწოდებით -  FINITY. სამომხმარებლო სეგმენტი 7-18 წლამდე მოზარდები და ის მშობლები არიან, რომელთაც სურთ შვილებს ასწავლონ ფინანსური პასუხისმგებლობა. ეს არის თამაშზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს უვითარებს ფინანსურ აზროვნებასა და ასწავლის ბიუჯეტირებას.

ქისტაურის საჯარო სკოლის პროექტმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის დაიმსახურა მეორე ადგილი. სკოლა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა 300-ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა. 

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ახმეტის ტექნო პარკის მენეჯერს ქალბატონ შ. ჩაფურიშვილს ამ შესაძლებლობისთვის, ყველა ტრენერს და ორგანიზატორს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა წარმატება. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი Tech Sparks 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის ტექნოპარკებში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაციას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება