სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამშობლოს სიყვარულითა და ტრადიციების პატივისცემით განმსჭვალული ტრადიციადქცეული ღონისძიება რუსთავის N3 საჯარო სკოლაში
27-05-2025
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლაში ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 26 მაისი აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური, თუ რელიგიური კუთვნილებისა. ამ მხრივ გამორჩეული არც რუსთავის N3 საჯარო სკოლაა, რომელიც თავისი მრავალნაციონალური სასკოლო საზოგადოებით მრავალი ათწლეულია ამაყობს.

„ისევე, როგორც მთელი ქვეყნის, სკოლის ისტორიაშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უმნიშნელოვანესი ადგილი უკავია. ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა აქტივობა, ღონისძიება, თუ ღია გაკვეთილი, რათა ამაღლდეს მოსწავლეთა ცნობიერება ამ დღესთან დაკავშირებით, აღიზარდონ ისინი პატიოსან და პატრიოტ მოქალაქეებად“,- აღნიშნავენ სკოლაში და სიამაყით გვეუბნებიან, რომ მოსწავლეებმა არც წელს უღალატეს ტრადიციას და მუსიკის მასწავლებლის - მადონა ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, შესანიშნავი ღონისძიება გამართეს.

მათ წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, რომლებიც განმსჭვალული იყო სამშობლოს სიყვარულითა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი პატივისცემით. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დასახულ მიზანს და ემოციებით სავსე სათქმელი ზუსტად მიიტანეს მაყურებელთა გულებამდე.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: სალომე გელაშვილი (II, სოლო სიმღერა); ლალი კიკილაშვილი (III, ცეკვა „ესპანური“ -ბალეტიდან „მაკნატუნა“ ); ცეკვა ხორუმი - მართა კიკილაშვილი, ანასტასია ესებუა, სემა ალიევა, ილაიდა ახმედოვა, მარიამ ტაბიძე (V),  ბარბარე კიკილაშვილი, ელისაბედ ესებუა, ბარბარე ჯაიანი, ირმა გეორგაძე (VI) ბარბარე ქალდანი (VIII); ნიკოლოზ აბრამიშვილი (VI, არაბული ცეკვა ტამტამზე);  სოფია ზაქაიძე (VII, სოლო სიმღერა); ბარბარე ბაგალიშვილი (VII,ლექსი ,,საქართველო ლამაზო"); რუსუდან გოგოჭური (VII, ცეკვა ჰიპ-ჰოპი);  ალიევა ჯუნეშ და ანიტა გოგოლაძე (VIII, ცეკვა „ილოური“); მარინა ჭიჭინაძე (მე-11, ორი კომპოზიცია ვიოლინოზე - ბითლზის yesterday და მუსიკა ფილმიდან „ანასტასია“).

მოსწავლეებმა სკოლაში პატრიოტული სული და ამაღლებული განწყობა დაატრიალეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება