სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
27-05-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

მოსწავლეებმა, პედაგოგ ინდირა შათირიშვილის ხელმძღვანელობით, მოინახულეს გელათი, მოწამეთა, ბაგრატი და სათაფლია. ბავშვებმა პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის, დავით და კონსტანტინე მხეიძეების და მათი სოფლის მკვიდრისა და სიამაყის - გაბრიელ ეპისკოპისის საფლავებს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე.

მოსწავლეებმა გაბრიელ ეპისკოპოსის საფლავი მისი მშობლიური კუთხიდან წაღებული ყვავილებით შეამკეს და მადლიერება გამოხატეს დიდი წინაპრის მიმართ სკოლის დაარსების გამო. სკოლისა, რომელიც გაბრიელ ეპისკოპისის სახელს ატარებს და 150 წლისაა. პირობა დადეს, კარგი სწავლით და სანიმუშო ქცევით ღირსეული გამგრძელებელნი იქნებიან დიდი გაბრიელ ეპისკოპოსის საქმისა.

„საინტერესო, შინაარსიანი, ემოციებით დატვირთული, თბილი და სიყვარულით სავსე დღე, ჩემს პატარებთან და მათ მშობლებთან ერთად!“,-ასე აფასებს მოსწავლეთა მასწავლებელი ინდირა შათირიშვილი ექსკურსიას და მოწაფეებს არაერთ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება