სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხორუმით“ დაწყებული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და 12 მეთორმეტეკლასელისთვის დარეკილი „ბოლო ზარი“ შუალვერის საჯარო სკოლაში
27-05-2025
-
+


რომან ზოიძის სახელობის, მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.. 

ახლახან შულავერის  N1 საჯარო სკოლაში 12 კურსდამთვრებულისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი.

კურსდამთვრებულებმა ღონისძიებით - სიმღერებით, ცეკვებითა, მხატვრულად წაკითხული ლექსებითა და მცირე სასპექტაკლო დადგმებით კიდევ ერთი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას. 

დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა ცეკვა „ხორუმმა“ - რითიც დაიწყო ღონისძიება, თუმცა განსაკუთრებით ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

შულავერის N1 საჯარო სკოლის კურსდამთვრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.

სკოლა ულოცავს საყვარელ მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და უსურვებს უამრავ წარმატებას ცხოვრებაში.



იხილეთ ფოტოები:

https://www.youtube.com/shorts/IKtq7q3aVzk

https://www.youtube.com/shorts/92UcT7rwt0A

 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება