სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ“ - სალომინაოს საჯარო სკოლაში პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა
27-05-2025
-
+


აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, სალომინაოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღბა ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ ქვეყანას. 

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 26 მაისი - დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 წელს მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი.

ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელიც სალომინაოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

ჯარისკაცებისა და ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, საქართველოს ჰიმნის ფონზე, ვრცლად ისაუბრეს 26 მაისისა და ზოგადად დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, აქტივობის დასასრულს კი გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ინფორმაციისთვის: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება