სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ - კატნატუს საჯარო სკოლაში 26 მაისი მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა 
27-05-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, კატნატუს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 26 მაისი - დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 წელს მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელიც კატნატუს საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

„გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!  სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. პირველი კლასიდან მეცხრე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში, ქართული ენის მასწავლებლების - ანი, არმინე და გიორგი ზმოიანების ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და მისი ისტორიის შესახებ, პატივი მიაგეს იმ გმირთა ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირეს. მათ მოამზადეს საქართველოს პატარა დროშები და ლამაზი პოსტერები, წარდგნენ პატრიოტული სიმღერებითა და ლექსებით, იცეკვეს და იზეიმეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატიორტული სულისკვეთებით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა ისაუბრეს 26 მაისის, ზოგადად დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს თემატური მუსიკალური ნომრები და კიდევ ერთი ლამაზი დღესასწაული აჩუქრეს მშობლიური სკოლას.



იხილეთ ფოტო და ვიდეო:

https://www.youtube.com/shorts/W1QWHA7Jtaw

https://www.youtube.com/shorts/L56kSz8y0Dc

https://www.youtube.com/shorts/Bo4u47ndVms

https://www.youtube.com/shorts/PH65JN5vGSE

 

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება