სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჯარმის საჯარო სკოლაში „მწვანე დღეები“ მოეწყო
28-05-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ცხადია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული როგორიც დედამიწის დღეა. სკოლაში მწვანე დღეები მოეწყო და დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ეკოლოგიურ პრობლემებზე, ადამიანის დაუდევრობის გამო გამოწვეულ საფრთხეებზე და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ასევე დაამზადეს პოსტერები, გარემოსდაცვით თემებზე ნახატები და კედლის გაზეთები შექმნეს. 22 აპრილს კი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები და ისაუბრეს დედამიწისა და გარემოს დაცვის შესახებ. შეასრულეს დედამიწის ჰიმნიც.

კვირეული კონსულტანტ- მასწავლებლის - ც.მექოშვილისა და გეოგრაფიის პედაგოგ ლ.მარგებაძის ხელმძღვანელობით გაიმართა, ასევე ასევე ჩართული იყვნენ უცხო ენის პედაგოგი ხ.გორელაშვილი, ისტ-ის პედაგოგი ე.კიბაბიძე და ხელოვნების მასწავლებელი ე.ჭიაბერაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება