სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჯარმის საჯარო სკოლის გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები, კონკურსში მონაწილე სხვა პირებს კი სერტიფიკატები გადაეცათ
27-05-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებისა და ნახატების გამოფენა-კონკურსით დასრულდა „ასოციაცია-ბიოს“ მიერ ინიცირებული პროექტი, „ნაბიჯი მომავალში-ჩვენი პროექტების გამოფენა“.

უფროსკლასელებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები. თემატური ნახატების კონკურსში გაიმარჯვა და I ადგილი დაიკავა სალომე ლეკიშვილმა, II ადგილი დაიკავა ანასტასია საგინაძემ, III ადგილზე კი მოხვდნენ ანი აბელაშვილი და კოტე ნათობიშვილი.

ყველაზე აქტიურ მონაწილედ გამოცხადდა ნინი საგინაძე, რომელმაც ყველაზე მეტი ნახატი წარმოადგინა. ცალკე დასახელდა მასწავლებლების სიმპათია - სალომე ლეკიშვილი.

ნარჩენებისგან დამზადებული ნაკეთობების კონკურსში თემატურად და პრაქტიკულად გამოყენების გათვალისწინებით გაიმარჯვეს ანა და ანამარია საგინაძეებმა - „თაროები საწერი მაგიდისთვის წვრილმანების შესანახად“. ასევე მოწონება დაიმსახურა ანი აბელაშვილის „თაიგულმა“; ანასტასია საგინაძის „სამკაულების ყუთმა“; ბარბარე სონიძის „მისალოცმა დიორამამ“.

გამარჯვებულ მოსწავლეებს პროექტის ხელმძღვანელმა, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელმა ციცინო მექოშვილმა საჩუქრად გადასცა წიგნები, ხოლო პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ პროექტი და გამოთქვეს მზადყოფნა „ასოციაცია-ბიოს“ სხვა პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის „ასოციაცია-ბიოს" და ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს საინტერესო პროექტების და აქტივობების ორგანიზებისთვის!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება