სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდნენ
28-05-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ კონკურსში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

მათ შორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიურ საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც ინტელექტუალური თამაშის ფორმატით წარიმართა. 

ინტელექტუალურ კონკურსში - „რა? სად? როდის?“ მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგებს სიმაყის საფუძველი მისცეს. 

„საამაყო ბავშვები, საამაყო მომავალი თაობა! წარმატებები ცოდნისკარის საჯარო სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და აქტიურობა. 

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება