სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 26 მაისს პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ნამუშევრები და გამოფენა მიუძღვნეს
23-05-2025
-
+


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის საჯარო სკოლა, რომელიც ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე, პატრიოტი ახალგაზრდები აღუზარდონ.

ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივმა მოსწავლეებმა კარგად იციან ქვეყნის ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები, პატიორტული სულისკვეთებით განმსჭვალულებმა ისაუბრეს 26 მაისის, ზოგადად დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, მოაწყვეს გამოფენა, ააწყვეს ფაზლი და კიდევ ერთი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას. 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება