სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამოუკიდებლობის დღე და შთამბეჭდავი ღონისძიება ახმეტის N3 საჯარო სკოლაში
23-05-2025
-
+


ახმეტის N3 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე, პატრიოტი ახალგაზრდები აღუზარდონ.

ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივმა მოსწავლეებმა კარგად იციან ქვეყნის ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა. 

ახლახან, საქართველოს დამოუკუდებლობის დღესთან - 26 მაისთან დაკავშირებით ახმეტის N3 საჯარო სკოლაში მოეწყო ღონისძიება, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

აქტივობა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ფიქრია ვალაშვილი და ანა ქავაზაური.

მოსწავლეებმა საკუთრი ხელით შექმნეს თემატური ნახატები, პატიორტული სულისკვეთების ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ისაუბრეს 26 მაისის, ზოგადად დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას. 

ინფორმაციისთვის: 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება