სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ემოციური და დაუვიწყარი „ბოლო ზარი“ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში
27-05-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

21 მაისი, ვიქტორ ჰოვსეფიანის სახელობის ეშტიის N1 საჯარო სკოლაში გამორჩეული იყო. ყველგან ისმოდა სიხარულითა და სიყვარულით სავსე, ემოციური მისალოცი სიტყვები.

ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის 50-ე საიუბილეო გამოშვება დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს. 

ეს დღე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის, იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. მე-12 კლასელებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, თავგადასავლებით სავსე ბავშვობა. მათთვის ბავშვობასთან, სკოლასთან და საყვარელ მასწავლებლებთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა. თითოეული მათგანმა გაიხსენა სასკოლო ცხოვრების განსაკუთრებული ეპიზოდები, 

ახალგაზრდებს მისალოცი სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა და მშობლებს მადლობა გადაუხადა შვილების ღირსეულად აღზრდისთვის. მე-12 კლასელებმა მოისმინეს დაწყებითი კლასის მასწავლებლის - ჰასმიკ სიმონიანის კეთილი სურვილები და თბილი მოგონებები და ასევე დამრიგებლის - არმინე ეგნატოსიანის ემოციური მისალოცი სიტყვები.

„ბოლო ზარის“ დღესასწაული სიზმარივით გაფრინდა და ჩვენ დაგვიტოვა თბილი და ტკბილი მოგონებები ჩვენი სკოლის 15 მოსწავლესთან დაკავშირებით“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება