| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

22 ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბიომრავალფეროვნება - უმნიშვნელოვანესი პირობაა კაცობრიობის სრულყოფილი არსებობისა. ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება კი - სრულფასოვანი სწავლების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აუცილებელი ნაწილი.
საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე გაეცნენ ბიომრავალფეროვნების ძირითად დებულებებს, საფრთხეებს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს და შექმნეს პოსტერები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ანნა წულაია, რომელიც მადლობას უხდის დაცული ტერიტორიების სააგენტო ინფორმაციული და ამომწურავი ვიდეორგოლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ გაერომ 22 მაისი გამოაცხადა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ ბიომრავალფეროვნების საკითხების გაგებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად