სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
23-05-2025
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „მოძღვრის საათი - შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა.

პროექტი - „მოძღვრის საათი - შეხვედრა მოძღვართან“  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, 22 მაისს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა შეხვედრა,  გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N 1 საჯარო სკოლის  მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, რომელსაც უძღვებოდა სოფელ ობუჯის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ კაცია.

სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი  გიორგი ფიფია და დავით ჯანაშია, რომელიც ამავე ცენტრის ადმინისტრაციის წევრია და კურირებს საგანმანათლებლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

ცენტრის ხელმძღვანელი სკოლის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო საორგანიზაციო საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებაზე ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.

შეხვედრაზე სტუმრებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს:

1) ოჯახის ტრადიციებზე;

2) მარხვის მნიშვნელობაზე და ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე;

3) ბავშვის აღზრდის ზნეობრივი კულტურის, რელიგიის მრწამსისა და განათლების, ისტორიის ზოგად საკითხებზე;

უპასუხეს მოსწავლეთა დასმულ შეკითხვებს.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 46 წლის და დაბადებიდან 92 წლისთავს.

შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება